აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვაცხადებ დახმარების მორიგ პაკეტს უკრაინისთვის, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია - უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე მიმდინარე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო შეხვედრაზე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტ საბრძოლო მასალას და მეტ ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას უკრაინის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მხარდასაჭერად.

„დღეს ვაცხადებ მორიგ პაკეტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია. მასში შედის დამატებითი რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა უკრაინის F-16-ების მხარდასაჭერად. აქ, რამშტაინში, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში და შექმნას უფრო სამართლიანი და ღირსეული მსოფლიო და ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომი არის გამოწვევა თავისუფალი ხალხისთვის ყველგან, მთელ მსოფლიოში.

„ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა: უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. პუტინის ომი არის გამოწვევა თავისუფალი ხალხისთვის ყველგან. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ ავტოკრატებმა ვერ შეძლონ თავიანთი იმპერიული ამბიციები თავისუფალი და სუვერენული ხალხების ფუნდამენტურ უფლებებზე წინ დააყენონ. უკრაინა აწარმოებს სამართლიან ომს თავდაცვისთვის”, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ