სალომე ზურაბიშვილი ჰადსონის ინსტიტუტის” დისკუსიაზე - ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში - მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ

მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს იყო „არჩევნების ორგანიზებული მოპარვა“, რომლის შთაგონება და მხარდაჭერა მოხდა რუსების მიერ.

“ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში - მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად ჰყავდეთ ახალი პრეზიდენტი.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს არ არის ორ ძალას ან ორ პარტიას შორის შეჯიბრის საკითხი, როცა ერთი მეორეს არჩევნების მოპარვას აბრალებს. რეალობაში ეს არის არჩევნების ორგანიზებული მოპარვა, რაც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, კარგად იყო ორგანიზებული. ამის შთაგონება და მხარდაჭერა რუსების მიერ მოხდა, ვინაიდან, ასეთი დახვეწილობა და ასეთი განსხვავებული საშუალებების გამოყენების იმპროვიზაცია უბრალოდ ვერ მოხდებოდა ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ. ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა და ამიტომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს შესახებ. ვინაიდან, ის, რაც აქ ხდება, რეალურად რუსეთის ახალი მცდელობაა შექმნას ახალი სტრატეგია პროპაგანდის, განსხვავებული ჩარევების, ფინანსების, სანქციებისთვის გვერდის ავლის და მმართველ პარტიაში თავისი მეგობრებისა და ახლო კავშირების გამოყენებით, რათა ჰქონდეს ჰიბრიდული სტრატეგია. და აქ მათ არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა კვლავ მოექცეს ქვეყანა და რეგიონი მისი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია