ჯო უილსონი - არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა

არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიასპორას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა, რაც არჩევნების გაყალბების ძალიან ნათელი მაჩვენებელია.

“მაშინ, როდესაც ომის დამნაშავე პუტინი აგრძელებს თავის ძალისხმევას, აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა კავშირი, ქართველ ხალხს თავისუფლება სურს, ისინი ამას კვლავ და კვლავ აჩვენებენ. ისინი ახლა პროტესტის 40-ზე მეტ დღეში არიან მარტივი მოთხოვნით - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

და კვლავ, მადლობელი ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, რომელიც გულმოდგინე დარჩა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის თავის მოწოდებაში. ამ კრიტიკულ მომენტში ის ერთადერთ ლიდერად დარჩა. სწორედ ამიტომ ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დავპატიჟე, რომელიც ათ დღეში ჩატარდება, ძალიან ველი მის ჩამოსვლას ვაშინგტონში.

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა - რომ არჩევნები გაყალბდა, ეს მოიცავს “საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს” [IRI], “ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს” [NDI], ეუთოს და მიუკერძოებელ ორგანიზაციებს თავად საქართველოში. ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ არჩევნები გაყალბდა და, როგორც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ახლა აღნიშნა, დიასპორას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა, რაც, კიდევ ერთხელ, არჩევნების გაყალბების ძალიან ნათელი მაჩვენებელია”, - განაცხადა უილსონმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა