იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატი - პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ - ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს?

არც ერთ პირს ის არ იცნობს. იმ დღეს ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო იყო, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 17 დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, ცხადაძის წინააღმდეგ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს.

„ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე... უნდა დადასტურდეს, რომ ცხადაძე რომელიმე ბრალდებულს მინიმუმ იცნობს, ან რაიმე კავშირი აქვს. არც ერთ პირს ის არ იცნობს, იმ დღეს ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო იყო“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ჯგუფურობა ამ საქმეში ვერ დადასტურდება. ადვოკატი ცხადაძის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლო საფრთხეებს უარყოფდა.

ამასთან, ცუცქირიძის თქმით, დაკითხული პირების უმეტესობა პოლიციელები არიან, მათზე ზემოქმედებას კი ცხადაძე ვერ მოახდენდა. ასევე, ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, 158 პოლიციელის დაშავება რა კავშირშია იმ ბრალდებასთან, რასაც დაკავებულებს ედავებიან.

ადვოკატმა სასამართლოს ონისე ცხადაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა, ალტერნატივის სახით კი გირაო შესთავაზა, რომლის განსაზღვრაც თავად სასამართლოს მიანდო.

ცხადაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სასამართლოს გაცილებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების მიმართ გირაოს გამოყენების პრაქტიკა შეახსენა, მაგალითად, სპორტსმენ ზვიად ზვიადაურის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ.

ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ბრალდებისგან ვერ მოისმინეს ის, თუ რატომ ვერ უზურნველყოფს გირაო აღკვეთის მიზნებს. მან ასევე განმარტა, თუ რა ქმედებას ედავებიან ცხადაძეს. მისივე თქმით, ცხადაძეს მიწიდან ჩამქრალი მაშხალის, გაურკვეველი საგნის აღებას და გაურკვეველი მიმართულებით სროლას ედავებიან, რასაც არავის დაზიანება არ მოჰყოლია.

„პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ. აბა, შეხედეთ ონისე ცხადაძეს, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს? გთხოვთ, ამ შემთხვევაში არა თქვენს წრეში გაბატონებულ მოსაზრებას ან სტერეოტიპს დაეყრდნოთ, არამედ დაეყრდენით მხოლოდ მტკიცებულებებს, საქმის მასალებს და თქვენს შინაგან რწმენას“, - მიმართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს