იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლოს თავი „გლობალური ომის პარტიის“ დამფუძნებლად და „დიფ სთეითის“ „წილის მფლობელად“ წარუდგინა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლოს თავი „გლობალური ომის პარტიის“ დამფუძნებლად და „დიფ სთეითის“ „წილის მფლობელად“ წარუდგინა.

ონისე ცხადაძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლით ცოტა ხის წინ ისარგებლა.

"გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”...

თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ყოფნა რთულია, არავისთვის მარტივი არ არის. არ მაინტერესებს თუ პატიმრობაში დამტოვებთ, ამ ქვეყნისთვის კვდებოდნენ და მეც არ მინდა ვინმეზე ნაკლები გავაკეთო. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა, ასევე არის ფოიერვერკი, კვამლს რომ უშვებს, მაგის პატარა კაფსულა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი. ძალიან გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.

რაც შეეხება იმას, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა, 4-დან 6-წლამდე, ანუ ამ ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.

გირაოზეც მინდა გითხრათ, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”,- განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. დაკავებულთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ყველა დაკავებულის პროცესი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზში მიმდინარეობდა, თუმცა დამსწრეთა სიმრავლის გამო და ასევე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზი შეიცვალა და პროცესი ახლა დიდ დარბაზში გრძელდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა