გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები  - გამოსაძიებელი თავიანთ გუნდში მოძებნონ

სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა - მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოპასუხის რეჟიმშია გადასული, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა და რატომ ხელყო დემოკრატია.

"ამ აქციებს ძალიან დიდი შედეგი აქვს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო აქტივობა საქართველოსთან მიმართებაში. სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა - ეს ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა: მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა.

დღეს "ქართული ოცნება" მოპასუხის რეჟიმშია გადასული, მან პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები და რატომ არ აღიარებენ არჩევნებს. ამის სანაცვლოდ ეს საკითხი შემოაგდეს, რომ ყურადღება გადაიტანონ. გამოსაძიებელი ვინც არიან, თავიანთ გუნდში მოძებნონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა