სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში აქციაზე - მე, თქვენი სახელით, ჩავალ ვაშინგტონში - იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე ვთხოვთ

მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ამდენი მეგობარი ევროპასა და ამერიკაში იშვიათად ჰყოლია.

„ჩვენ, ახლა, ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ არანაკლებად მაქვს თქვენი, ყველას, თითოეულის იმედი იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება მოიგო ბელადის ხელით, მხოლოდ ვიღაცის იმედით, შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება, არა, ეს მოხდება მხოლოდ იმით, თუ ყველა ბოლომდე ჩართული ვიქნებით, როგორც დღეს ვართ და როგორც ვიქნებით ხვალ.

მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ჩართული ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ იმიტომ, რომ პროფესიით მე ასე დავიბადე, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც დიპლომატი და ალბათ, უფრო მეხერხება [დიპლომატია]. მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში. იქ, დღეს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს და არიან ასეთი აქტიურები დღეს, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს ყველა ქალაქში, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც არის ჩართული, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ იმ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ.

ყველაფერი გადაბმულია - გარედან მეგობრების მხარდაჭერა, შიგნიდან პროტესტი, ასევე, თქვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პროტესტი, რაც შეიძლება მეტად გარეთ იყოს გატანილი იმისთვის, რომ მე ყველგან მხარი დაგიჭიროთ და ამიტომ დავიწყე ზუგდიდით, მაგრამ [ასევე] იმიტომ დავიწყე რეგიონებში სიარული, რომ არავინ იფიქროს, რომ საქართველოს რომელიმე ადგილზე მათი პროტესტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის პროტესტი. ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს ბოლო შედეგამდე. ეს ბოლო შედეგი არის მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში [ცხოვრება]. სადაც ჩვენ ვართ, რეჟიმი აღარ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან. ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს