ომბუდსმენი - სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს - დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

„მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა