ბორის პისტორიუსი - ოლაფ შოლცი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას არ ბლოკავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფას ბლოკავს. უკრაინული მედიის ცნობით, პისტორიუსმა ამის შესახებ Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კანცლერი არ ბლოკავს უკრაინის არმიისთვის 3 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას და რომ მოელის, რომ ეს საკითხი ყველა პოლიტიკური საკითხის მოგვარების შემდეგ მოგვარდება.

"არანაირი ბლოკადა არ არის. თავდაცვის სამინისტროში უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მოვამზადეთ. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს - როგორც კი ყველა საკითხი დაზუსტდება, ველოდები შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

ცნობისთვის, გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს სურთ, არჩევნებამდე უკრაინას დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყონ, მაგრამ ამ იდეას კანცლერი, ოლაფ შოლცი ბლოკავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა