პროკურორის ინფორმაციით, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების დაცვის მხარემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოსამართლე ნათია გუდაძემ კითხვა დასვა, ხომ არ მიმდინარეობდა მხარეებს შორის რაიმე სახის მოლაპარაკება.

აღნიშნულზე პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, რომ ამ დრომდე, მხარეს პროკურატურისთვის თხოვნით, რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათი იყოს მათ მიმართ გამოყენებული, არ მიუმართავს.

“მზად ვიყავით მხარეები დასკვნითი სიტყვები წარმოგვეთქვა და მოცემული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მოსამართლემ მხარეებს შეკითხვა დაუსვა, მიმდინარეობდა თუ არა, ან სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმების მიღწევა. ბრალდების მხარემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი დაკავებული არიან 2024 წლის 16 მაისს და მას შემდეგ, არც ერთი განცხადება პროკურატურაში არ შემოსულა თხოვნით, რომ მათ მიმართ გამოყენებულიყო საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული განმარტების შემდეგ, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სურს მოლაპარაკების დაწყება. ეს არ ნიშნავს აპრიორი, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ”, - განაცხადა ჭიტაძემ.

სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა საბა მეფარიშვილმა განაცხადა, რომ მას არც ადვოკატი სურდა და არც საპროცესო შეთანხმება. მოსამართლემ დაცვის მხარის განცხადების შემდეგ, რომ პროცესი გადადებულიყო, რათა ბრალდებული ჩამოყალიბებულიყო პოზიციაზე, ვინაიდან ის აღელვებული იყო, მოსამართლემ სხდომა 20 იანვრამდე გადადო და თქვა, რომ ამ დრომდე ბრალდებული პოზიციას ჩამოაყალიბებს და პასუხსაც მოიფიქრებს.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა