ანა ნაცვლიშვილი - ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული

ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლას.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „მიმდინარე მოვლენების გამო, ახლა ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია“.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მერჩივნა ჩვენი ქვეყანა ყურადღების ცენტში იმ პოზიტიური რეფორმების განხორციელებით იყოს, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ და სხვა პროდასავლური პარტიები წინასაარჩევნოდ ვამზადებდით ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად. მათ შორის, მირჩევნია, დღეს საქართველოში ვითარება იყოს, როცა ინტენსიური მუშაობა წარიმართებოდა სასამართლოს რეფორმაზე, მედია გარემოს უსაფრთხოებაზე. ეს არის რაზეც, ქართველ ხალხს სურდა, რომ არჩევნების შემდეგ მუშაობა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან არჩევნები რუსულმა რეჟიმმა მიიტაცა, ეს შეუძლებელია. ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ახალი ძალების შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

„მე როგორც ვნახე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ის მიიჩნევს პოზიტიურად, თუ ახალი ძალებიც გამოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გამოჩენა მოქალაქეების გადასაწყვეტია, ამას ვერავის გადავუწყვეტ, პრეზიდენტი აკეთებს იმ განცხადებას, რომელიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა