მედია - კატარმა ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა, - ინფორმაციას The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოხდა მოლაპარაკებებში მომხდარი „გარღვევის“ შემდეგ, რომელსაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ესწრებოდა. მოლაპარაკებებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.

„მომდევნო 24 საათი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი შეთანხმების მისაღწევად,“ - განაცხადა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰადან მოდის, „ძალიან პერსპექტიულია“.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის 20 იანვრამდე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა