ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის - მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, იგი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის. პუტინს ეს არასდროს გაუკეთებია. მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა იყო, მაგრამ მე ვარ ერთადერთი მთავარსარდალი, ვინც საომარი მოქმედებების ზონას ეწვია, რომელსაც აშშ არ აკონტროლებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, დღეს უკრაინას ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს.

„ჩვენ უკრაინელებს პუტინის შეჩერებაში დავეხმარეთ და ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს. უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დასაცავად მომავალი ადმინისტრაციისთვის საფუძველი შევქმენით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება