თინა ხიდაშელი - სისტემა რაც უფრო სასტიკი ხდება, მით უფრო ნათელია, რომ დასასრული ახლოვდება

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი" (DRC) შეხვედრას „როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე - სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში?" მართავს. „სამოქალაქო იდეის“ აღმასრულებელი დირექტორის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ის საზოგადოებას წარუდგენს ხედვებს, საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ.

მისი თქმით, იმსჯელებენ იმ გზებზე, რომ სამომავლოდ ქვეყანა კრიზისში აღარ აღმოჩნდეს.

„დღევანდელი შეხვედრის ისევე, როგორც შემდეგი რაუნდების მთავარი თემა არის ის, რომ ვისაუბროთ რა ხდება კრიზისის შემდეგ, რა არის საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, არსებობდეს ნათელი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მეორე, მესამე, მეოთხე ნაბიჯი იმის შემდეგ, რაც კრიზისის განმუხტვაზე მუშაობას დავიწყებთ",-განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხება ასევე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს.

„მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებში, მათი უფლებების აღდგენისთვის ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. „ქართული ოცნების" მომხრეებმაც უკვე ღიად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ პრობლემა აქვთ ევროპასთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან. ზოგადად, ავტორიტარიზმის ნიშანი ეს არის, ჩანან, რომ მყარად დგანან, სანამ დგანან. მერე ერთი დილა გათენდება და ჩამოიშლებიან. ეს გარდაუვალია, უბრალოდ, "ქართული ოცნება" ახლა აყოვნებს გარდაუვალს, დროის გახანგრძლივებით არის დაკავებული, რა პერიოდშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ზარალდება ფიზიკურად, მორალურად, კარგავენ სამსახურებს. სისტემა რაც უფრო სასტიკი ხდება, მით უფრო ნათელია, რომ დასასრული ახლოვდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე