გიორგი სიორაძე - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გაემგზავრება საბაზისო დოკუმენტით თუ როგორ ხედავენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ახალ არჩევნებს

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გაემგზავრება იმ საბაზისო დოკუმენტით თუ როგორ ხედავენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ახალ არჩევნებს, როგორი გზითაც არ უნდა იყოს ის მიღწეული, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სიორიძის თქმით, პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებობს პრინციპული შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტის სახით საერთაშორისო თანამეგობრობას წარედგინება.

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტი, რომელიც გაემგზავრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, გაემგზავრება იმ საბაზისო დოკუმენტით, თუ როგორ ხედავენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ახალ არჩევნებს, როგორი გზითაც არ უნდა იყოს ის მიღწეული. პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას იმიტომ, რომ ამ ადმინისტრაციას ყველაზე ნაკლები ნდობა აქვს ისტორიაში. მისი მთავარი ბრალეულობა არის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცება, შესაბამისად, ის უნდა შეიცვალოს. ეს შეეხება ასევე საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, ჩვენი ემიგრანტების მონაწილეობას არჩევნებში, შესაბამისად ის პროცედურები, თუ როგორ უნდა იყოს ის მიღწეული, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც ჩვენ პრინციპული თანხმობა გვაქვს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც საერთო დოკუმენტს, ისე წარადგენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი