თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. სასამართლო პროცესს გიორგი ოკმელაშვილიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას ამბობენ. როგორც პროკურორმა ანა ხუბეჟაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მტკიცებულებების შეფასებით დასტურდება ფაქტები, რომ 2024 წლის 13 მარტს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ოკმელაშვილი თავს დაესხა პოლიციელს, ალექსანდრე ოხანაშვილს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. პროკურორის თქმით, თავდასხმის შედეგად პოლიციელმა დაზიანებები მიიღო და განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, პროკურორი თქმით, ოკმელაშვილს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვა.

რაც შეეხება, დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ კობა ბარამიას თქმით, აქციაზე პოლიციელები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ, ბუნებრივია, მეორე მხარესაც იყო პასუხი, თუმცა პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული. ადვოკატის განმარტებით, ვიდეო-ჩანაწერში პოლიციის არანაირი მაიდენტიფიცირებელი საშუალება არ ჩანს, შესაბამისად, გაურკვეველია პიროვნება, ვისზეც თავდასხმას ოკმელაშვილს ედავებიან, ნამდვილად პოლიციელი ოხანაშვილის არის, თუ არა. ამასთან, მისივე თქმით, ოკმელაშვილი კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების პოზიციაში იმყოფებოდა. საბოლოო ჯამში, ადვოკატის მტკიცებით, ჩატარებული გამოძიება იყო ფორსირებული, ხოლო, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უნდა გაიზიაროს.

„ბატონო მოსამართლევ, ხელოვნურად და უგემოვნოდ ჩამოყალიბებული შინაარსია საქმეში. პოლიციელი ამბობს, რომ ოკმელაშვილი სწრაფად გაიქცაო(თავდასხმის მერე). თუ სწრაფად გაიქცა სახე როგორ დაინახა? როგორ, ოკმელაშვილი გარბოდა და თან ზურგიდან, უკან უყურებდა პოლიციელებს?!” - აღნიშნა სხდომაზე ადვოკატმა კობა ბარამიამ.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს