მამუკა მდინარაძე - იფიცებიან ვითომ კომპანიები - ხალხს იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებისა და ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები

იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ დღეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა, დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს კი საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის იმ ხალხს, რომლებიც „სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები“.

„დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია. იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში.

მეორე: როდესაც ერთი ორგან რაღაც ჩხუბები მოხდა საბურთალოს ტერიტორიაზე, „ტიტუშკებს“ ეძახიან. ახლა, მილიონ 120 ათას კაცს „ტიტუშკას“ თუ არ დაუძახებენ, ძალიან კარგს იზამენ.

„ტიტუშკები“ ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრიან?! წარმოიდგინეთ, ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ამ ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის