ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა Сharleston Mercury-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური პარლამენტი და დააყენა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე მიიღო დრაკონული კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას ახდენს, სცემენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს.

„მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგეს ქართველებს, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის“, - წერს უილსონი.

მისი თქმით, ქართველი ხალხი შეერთებული შტატების დიდ მეგობრებს შორისაა და მათი კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომელიც სავალდებულოს ხდის საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციას.

„საქართველოში თავისუფლება კარგია ამერიკისთვის და ხელს უშლის აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ბოროტად გამოყენებას. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალი ხალხის მიმართ“, - წერს უისლონი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის