დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კიევში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 100 - წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.

„პუტინის სურვილი, უკრაინა უახლოესი პარტნიორებისთვის დაეშორებინა, საოცარი სტრატეგიული მარცხი გამოდგა. ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე და ეს პარტნიორობა ჩვენს მეგობრობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა კირ სტარმერმა კიევში ვიზიტამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის