„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომლისაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს "ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!

ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით "ქართულ ოცნებაზე". ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მანამდე პოლიტიკოსები კონგრესმენებს, დინა ტიტუსს, ქეროლ მილერს და რონალდ ესტესს შეხვდნენ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული“.

„კონგრესის წევრ დინა ტიტუსთან შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგი განწყობით ვართ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის საგარეო კომიტეტის ძალიან გავლენიანი წევრი კონგრესში, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერას - ჯო უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ასევე ორპარტიულად იქნება მხარდაჭერილი“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ძლიერი საქართველო“ განაგრძობს შეხვედრებს შტატებში და სენატორებისა და კონგრესმენების შემდეგ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტში განაგრძობენ შეხვედრას.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ისევ და ისევ, ყველა ქართველის სახელით წარვადგენთ ქართველი ერის სუვერენულ პოზიციას - ვითხოვთ ახალი არჩევნების მხარდაჭერას და ბუნებრივია, კონგრესის ორივე პარტიას მოვუწოდებთ არაღიარების და სანქციების პოლიტიკის გაღრმავებისკენ“, - აცხადებს პარტიის საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება