დიმიტრი პესკოვი - პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს

პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ. პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა.

„ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია - არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტუსკმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს