სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან შემდეგი ოპოზიციური პარტიები: „გახარია საქართველოსთვის“, „სტრატეგია - აღმაშენებელი“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“.

შეხვედრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილთან და მის წარმომადგენლებთან მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციასთან. ძალიან კონკრეტული ამოცანა გვაქვს - ახალი არჩევნები. იცით, რომ პრეზიდენტი ახლა მიდის ამერიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ის არის აღიარებული, ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი. ყველა სამუშაო საკითხზე ვმსჯელობთ. მთავარი თემაა ახალი არჩევნები. ბევრ დოკუმენტზე ვმუშაობთ. დღეს ჩვენ ვხვდებით სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას”,- აღნიშნა ხოშტარიამ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს " წარმომადგენელი სანდრო ბარამიძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა