მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა  ნამდვილად სამაგალითოა - საქართველო ყოველთვის იყო და იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგული

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

“ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ფართოვდება და ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას.

„საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთგული ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ყოველთვის იქნება მზად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში, ხაზი გაესვა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

“ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ როლსა და მნიშვნელობაზე. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. გამოითქვა იმედი, რომ სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება.

მხარეები მიესალმნენ 17 იანვარს, ქ. ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომის გამართვას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.

ყურადღება ასევე გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა, მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა