ჯო უილსონი კონგრესში - ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა

ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას.

"ქართველი ერი და ამერიკა ღირებული პარტნიორები არიან. ქართველები ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. სამწუხაროდ, საქართველო საკუთარი თავისუფლებისთვის საფრთხის წინაშე დგას. ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მამაცად დგას დემონსტრანტებთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში.

ხელახლა წარვადგინე ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა დასანქცირებულ იქნან ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას. დამატებით, არის კანონმდებლობა, რომ აიკრძალოს არალეგიტიმური რეჟიმის აღიარება.

ჩემი მოწვევით სალომე ზურაბიშვილი დაესწრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას,” - განაცხადა უილსონმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა