კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის ომზე - გაერთიანებული სამეფო შეასრულებს სრულ როლს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევაში, მათ შორის სამშვიდობო მისიისთვის ბრიტანული ჯარების განლაგებით

გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, მაგრამ „ გაერთიანებული სამეფო შეასრულებს სრულ როლს ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში - მათ შორის სამშვიდობო მისიისთვის ბრიტანული ჯარების განლაგებით“.

კითხვაზე - მზად იქნება თუ არა ამისათვის? - პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სრულად შევასრულებთ ჩვენს როლს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება იმას, თუ რა გავლენა აქვს გაერთიანებულ სამეფოზე და ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. რადგან თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ამ აგრესიაში, ის გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გუშინ კიევში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე