მედია - რუსი დიპლომატები, უსაფრთხოების დარღვევით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დახურულ ტერიტორიაზე შევიდნენ

რუსი დიპლომატები, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი დარღვევით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დახურულ ზონაში შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მაშინ მოხდა, როცა დიპლომატთა მცირე ჯგუფი პარლამენტში საჯარო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. რუსებმა, გარკვეულ მომენტში, ექსკურსია შეწყვიტეს და ლორდთა პალატის იმ ნაწილში შევიდნენ, სადაც წვდომა შეზღუდულია. ისინი დაცვამ აღმოაჩინა და გააძევა.

„ვეჭვობთ, მათ უბრალოდ სურდათ კრემლის წინაშე გამოეხატათ აღტაცება, რომ შეაღწიეს ბრიტანეთის პარლამენტში. ეს არ არის იდეალური, მაგრამ ისინი დაიჭირეს, სანამ რაიმე ზიანს გამოიწვევდნენ“, - განაცხადა წყარომ The Guardian-თან საუბარში.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრები შეშფოთებულნი იყვნენ პარლამენტის უსაფრთხოების დარღვევის მცდელობით.

ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა მიიღეს წერილობითი გაფრთხილება, რომ რუსი დიპლომატები პარლამენტში არ მიიწვიონ.

„რუსეთის ელჩი არ უნდა მივიღოთ პარლამენტში შემდგომ შეტყობინებამდე. ეს ეხება ყველა სხვა რუს დიპლომატს და დიდ ბრიტანეთში აკრედიტებულ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს“, - ნათქვამია წერილში.

უცნობია, იმყოფებოდა თუ არა დიპლომატთა ჯგუფი პოლიტიკოსის მიერ დაფინანსებულ ექსკურსიაზე, ან მიმართეს თუ არა მათ პარლამენტის ვიზიტორთა სამსახურს. რუსეთის ელჩს და ლონდონში მდებარე საელჩოს დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში შესვლა 2022 წლიდან ეკრძალებათ, როდესაც მოსკოვმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთ ბრიტანელ დეპუტატს სანქციები დაუწესა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს