კახა კალაძე ჯიმ რიშზე - ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით,  იქაური ხაბეიშვილია

ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. იქაური ხაბეიშვილია, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში. ამომრჩევლის 54%-მა, 1 200 000 ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს”.

კალაძე ირწმუნება, რომ ყველა ურთიერთობა დალაგდება.

“ამომრჩევლის 54%-მა, 1 200 000 ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ქვეყანაში მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას და ქართველმა ხალხმა უთხრა არა იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული. უთხრა არა იმ სიყალბეს, რომელსაც ქადაგებს კონკრეტული ადამიანი. უთხრა, არა წარსულს, რომელთა მხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში, მათი უშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. ამ ყველაფერს უთხრა არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას. მერწმუნეთ, ყველა ურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდეგი პერიოდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ევროპარლამენტარების განცხადებებზე სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე.

„ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი ხელისუფლება, იმიტომ, რომ არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუქარები, მოწოდებები კაბინეტებში, როდესაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი... ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ, არ გადავდგით ნაბიჯი და არ შევუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყანა, არ გავაუბედურეთ მშობლები, შვილები და რიგითი მოქალაქეები, არ დავანგრიეთ მცირე და საშუალო ბიზნესი - ეს არის ყველაფერი იმის გამოხატულება, რასაც ვხედავთ და ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა