პაატა მანჯგალაძე - დარწმუნებული ვარ, გახარიას მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, რაც რეჟიმის ხელწერაა

დარწმუნებული ვარ, გახარიას მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, რაც არის რეჟიმის ხელწერა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიაზე თავდასხმა.

მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მოძალადე სისტემად ჩამოყალიბდა.

„წარმოვიდგინოთ, „ქართული ოცნება“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს როგორ გაუსწორდა. ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული ფაბრიკაცია, როცა ჩანს შელაპარაკება და შემდეგ, გახარია როგორ აღმოჩნდა ნაცემი, ამის კადრი არ არსებობს. ეს კადრები არის დაჭრილ-დაჩეხილი ფაბრიკაცია. ამ კადრებით ვერ ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, გახარიას მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, რაც არის რეჟიმის ხელწერა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადე სისტემად ჩამოყალიბდა. ეს არის რეჟიმი, მოძალადე სისტემით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების ძალადობა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე იხილა, რამაც განგრძობადი ხასიათი მიიღო.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ ძალადობრივი სისტემის ის ქვეშ მოყვა. მანამდე, ზვიად ქორიძეს იგივე ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, გახარიაზე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში გიორგი გახარიას მიმართ სახეზე გვაქვს ორგანიზებული ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ მოძალადე რეჟიმის მხრიდან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას რამდენიმე დღის წინ ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო „შერატონში“ მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს