ლევან მახაშვილი - მსოფლიოში არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირზე ზეწოლით საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ცდილობენ - დიდი ბრიტანეთის ცალკეული პარლამენტარების მცდელობა სწორედ ამაზე მიუთითებს

მსოფლიოში არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირზე ზეწოლითა და გავლენის მოხდენით საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ცდილობენ - დიდი ბრიტანეთის ცალკეული პარლამენტარების მცდელობა სწორედ ამაზე მიუთითებს, - ეს განცხადება პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლევან მახაშვილმა გააკეთა.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზე წარდგენილ წინადადებაზე საუბრისას მახაშვილმა აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე ბერკეტი და ზეწოლის რაიმე ინსტრუმენტი, რომელიც ივანიშვილს პოზიციას შეაცვლევინებს და „საქართველოს ძალით თუ სხვა საშუალებებით ომსა და არასტაბილურობაში უბიძგებს“.

მახაშვილის თქმით, „მოლოდინი იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი საკუთარ პოზიციას რაიმე კონკრეტული მტკიცებულებით გაამაგრებს, არა აქვს“.

„მან ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განაცხადა. ჩვენც დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და დარჩება საქართველოში მშვიდობის ერთ-ერთი გარანტი. თუმცა მცდელობები კვლავ გაგრძელდება. ეს შეიძლება დღეს დიდი ბრიტანეთია და ხვალ შეიძლება სხვა სახელმწიფო იყო.

ცალკეული ძალები, ცალკეული პირები, პოლიტიკოსები და ცალკეული ინსტიტუტები მასზე ზეწოლას გააგრძელებენ იმისთვის, რომ პოზიცია შეიცვალოს, თუმცა მისი და ჩვენი პოზიციაც ძალიან მკაფიოა, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი რაც მას აიძულებს, რომ ქვეყანამ შეიცვალოს მშვიდობის პოლიტიკა და ქვეყანა შევიდეს რაიმე ტიპის ესკალაციაში და დაძაბულობაში.

წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვქონდა სანქციებზე საუბარი, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სადაც სანქციების პოლიტიკა კონკრეტული მტკიცებულებებით იყო განმტკიცებული. ამჟამადაც იგივე სიტუაციაა.

სამწუხაროდ, დიდი ხანია, იმისი ფუფუნება აღარ გვაქვს, რომ ვინმე რაიმეს საუბრობდეს და მტკიცებულებებით ამაგრებდეს თავის სიტყვებს. სამწუხაროდ მთავარი არის ის, რომ სიტყვებმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა და ყველაფერი პროპაგანდისტულ საინფორმაციო ომამდე დადის. ამის ნაწილია ის ძალები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პოლიტიკის გატარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ამისთვის ყველანაირი ბერკეტის და ზეწოლის გამოყენებას ცდილობენ, იქნება ეს ცალკეული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები თუ რომელიმე ინსტიტუცია.

ამჟამადაც იგივე სიტუაციაა - არა გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ რაიმე ტიპის მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი, არც ამ შემთხვევაში, ისევე როგორც წინა სხვა შემთხვევაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო