სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და  თავდაცვის მომავალ მდივანს პიტ ჰეგსეტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, - წერს ჯო უილსონი.

ამერიკელი კონგრესმენის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მომავალ თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტს შორის შეხვედრა შესანიშნავი იყო. მშვიდობა ძალის მეშვეობით დაბრუნდა“, - წერს ჯო უილსინი.

ჯო უილსონის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს გააცნო.

„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა