ანა დოლიძე - ბრიტანეთის სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხელის შემშლელი ბევრი რამისთვის იქნება

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბრიტანელი

დეპუტატის, ჯეიმს მაკლირის მოწოდებას ეხმაურება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნული ინიციატივის ავტორთან, ჯეიმს მაკლირთან, რომელიც ახლა ხელმოწერების შეგროვებითაა დაკავებული, რომ ბრიტანეთმა ეს ინიციატივა სისრულეში მოიყვანონ.

მისივე თქმით, ბრიტანეთის სანქციები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, რომ „ფულის დარიგება ვერ მოხდეს“.

„ლიბერალურმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიტანა ეს ინიციატივა პარლამენტში, გუშინ მქონდა კომუნიკაცია უშუალოდ იმ პირთან, ვინც ეს ინიციატივა დააყენა და ამბობს, რომ ახლა აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, იმისთვის რომ ეს რეზოლუცია მიიღოს ბრიტანეთმა. როგორც კი შეგროვდება ეს ხელმოწერები, შესაბამისად, დადგება ეს რეზოლუცია პარლამენტში ზუსტად ისეთი, როგორიც დადგა ჰოლანდიაში. ევროპული სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ მნიშვნელოვანია, რათა ვერ მოხდეს ფულის დარიგება. მართალია, მათ ნაღდი ფულიც ექნებათ, მაგრამ ეს იქნება ბევრი რამისთვის ხელის შემშლელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია "ხალხისთვის" ავრცელებს.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე