The Times of Israel - ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, - ამის

შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „ჰამასთან“ მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის მთავრობა შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი 24-მა მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა.

შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს