პარტია „ლელოს” წევრებზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ თავს პროვოკატორები დაესხნენ.

როგორც ბუაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მას და რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. ბუაძის ინფორმაციითვე, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს, რის გამოც დაზიანება აქვს.

ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია