ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, - ინფორმაციას BBC-ი ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეზე, ტომ ფლეტჩერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დასაკარგი დრო არ არის. ეს არის უზარმაზარი იმედის მომენტი - მყიფე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - რადგან ვაგრძელებთ სვლას მომავალი დღეებისა და კვირების სირთულეების დასაძლევად“, - აღნიშნა ფლეტჩერმა.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ბოლო კვირების განმავლობაში, დღეში, საშუალოდ, მხოლოდ 40 სატვირთო მანქანა შედიოდა მაშინ, როცა კონფლიქტამდე ღაზაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 500 სატვირთო მანქანა შედიოდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა, ღაზას სექტორში ყოველდღიურად 600 სატვირთო მანქანის შესვლას ითვალისწინებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა