ლევან მახაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში საღი აზრი და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება დაბრუნდება - იმედი გვაქვს, დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და თავგანწირვა, მათ შორის ამ მნიშვნელოვან რეგიონში აშშ-ს ინტერესებისათვის!

ჩვენი მოლოდინია, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში საღი აზრი და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება დაბრუნდება - იმედი გვაქვს, დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და თავგანწირვა, მათ შორის ამ მნიშვნელოვან რეგიონში აშშ-ს ინტერესებისათვის! - ასე ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის ინაუგურაციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან მახაშვილი.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა „რაღაც უცნაური" იყო.

„დონალდ ტრამპი დღეს ფიცს დადებს და აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება. არ გავაზვიადებთ თუ ვიტყვით, რომ ამით ცივი ომის შემდგომი გარდაქმნის პროცესი დასრულდება და სამყარო ახალ ეპოქაში შევა, რასაც თამამად შეიძლება რეალიზმის ეპოქა ვუწოდოთ.

ამის ძირითადი მახასიათებელი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფოს საზრუნავი საკუთარი ეროვნული ინტერესები და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა იქნება. ეს არის როგორც საფრთხე, ასევე შესაძლებლობა.

საფრთხე და გამოწვევა იქნება იმ გაგებით, რომ ბუნებრივია, დიდ ქვეყნებს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების დაცვის მეტი შესაძლებლობა აქვს და აქ შეიძლება პატარა სახელმწიფოების ინტერესები გაიწიროს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს საქართველოსთვის შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ჩვენი როლი, საჭიროება და ინტერესი გამოვკვეთოთ და აშშ-ს ინტერესს დავამთხვიოთ", - განაცხადა მახაშვილმა.

რაც შეეხება ვაშინგტონში, საინაუგურაციო ღონისძიებებზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების ყოფნას, მახაშვილის თქმით, ოპოზიცია უსარგებლო ხმაურს ქმნის, რითაც რეალური მოვლენების გადაფარვას ცდილობს.

„დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მხოლოდ ხუთი უცხოელი პარტნიორია მიწვეული. ევროპიდან მხოლოდ უნგრეთისა და იტალიის პრემიერები არიან მიწვეული.

ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ხმაური და მნიშვნელოვანი მოვლენა - ოპოზიცია უსარგებლო ხმაურს ქმნის, რითაც რეალური მოვლენების გადაფარვას ცდილობს.

მათი მიზანი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და საკუთარი ამომრჩევლისთვის იმის თქმაა, რომ თითქოს უცხოელები მხარს არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას უჭერენ.

საქართველოს ხელისუფლებას უცხო ქვეყანა არ ირჩევს - ყველას აქვს საკუთარი მანდატი და იურისდიქცია. რაც მეტად დროულად გაითვალისწინებენ ამას, მეტი შესაძლებლობა ექნება ოპოზიციას, რომ შემდგომ არჩევნებზე რაღაც შანსი ჰქონდეს", - განაცხადა მახაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო