გურამ მაჭარაშვილი - ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ აცხადებს, რომ სულ სხვა პოლიტიკის მატარებლები არიან, ვიდრე ჯო ბაიდენი იყო - ეს ძირითად შემთხვევაში საქართველოს და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკას ემთხვევა

ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ აცხადებს, რომ სულ სხვა პოლიტიკის მატარებლები არიან, ვიდრე ჯო ბაიდენი იყო - ეს ძირითად შემთხვევაში საქართველოს და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკას ემთხვევა და აქედან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება, - ასე უპასუხა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციასა და მოლოდინებზე დასმულ შეკითხვას.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ტრამპისა და მისი მომხრეების მხრიდან ითქვა, რომ რუსეთთან მიმართებაში ე.წ სანქციებს აუცილებლად გადახედავენ".

მაჭარაშვილის თქმით, დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელმაც წინასაარჩევნოდ ამერიკის სამომავლო საგარეო და საშინაო პოლიტიკა მკაცრად განსაზღვრა.

„საგარეო პოლიტიკაში პირდაპირ თქვა, რომ ის უკრაინაში ომს დაასრულებს და ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად აპირებს, მსოფლიოში მშვიდობა შეინარჩუნოს.

შიდა, ეროვნულ პოლიტიკაში თქვა, რომ აკრძალავს ლგბტ და ტრანსგენდერულ სიგიჟეებს. ასევე სკოლებში ოჯახური ღირებულებების სწავლებას დაუშვებს. ჯო ბაიდენს ტრამპი არც ერთ საკითხში არ ეთანხმებოდა - შესაბამისად, გამოდის, რომ მსოფლიო დღის წესრიგი აუცილებლად შეიცვლება.

აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის მოლოდინი, რომ მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლასთან ერთად ეს მოვლენები საქართველოზეც ბუნებრივად აისახება. რადგან ტრამპს აქვს საერთაშორისო საგარეო პოლიტიკაში მშვიდობის და უკრაინაში ომის დასრულების სურვილი, ეს საქართველოს სახელმწიფოსთან პირდაპირ ინტერესშია. აქედან გამომდინარეობს, რომ იმედი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა გვექნება. ბუნებრივად მოხდება ის, რომ ევროკავშირშიც გაიაზრებენ, თუ რა პოლიტიკის მატარებელი ადამიანი მოვიდა პრეზიდენტად აშშ-ში და ბუნებრივად მოხდება ევროკავშირშიც გარკვეული ცვლილებები - საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობების გადატვირთვა აუცილებლად მოხდება.

სტრატეგიული ურთიერთობის მომხრე ვიყავით და ვიქნებით, ოღონდ იმ შემთხვევაში და იმ პირობებით, რომ ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც სუვერენულ და ტრადიციულ ქვეყანას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე