დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამივე ეტაპის განხორციელებაში დარწმუნებული არ არის

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამივე ეტაპის განხორციელებაში დარწმუნებული არ არის.

„არ ვარ დარწმუნებული. ეს ჩვენი ომი არ არის, მათი ომია. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ვფიქრობ მეორე მხარეს ისინი ძალიან დასუსტებულები არიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზა „სხვაგვარად უნდა აღდგეს“.

„ღაზის სურათი ვნახე. მასობრივი ნგრევის ადგილს ჰგავს. ღაზა საინტერესოა. არაჩვეულებრივი ადგილია ზღვის სანაპიროზე, საუკეთესო ამინდით. ყველაფერი კარგია. ბევრი შესანიშნავი რამის გაკეთება შეიძლება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში 19 დეკემბერს შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე საათში „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი, ხოლო ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს