სირიის დე ფაქტო ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპი ლიდერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს

დონალდ ტრამპი ლიდერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს, - ამის შესახებ განცხადებას სირიის დე ფაქტო ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჰმედ ალ-შარაამ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ის ლიდერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს და რეგიონში სტაბილურობას აღადგენს. დიალოგისა და ურთიერთგაგების საფუძველზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას მოუთმენლად ველით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა