პაატა მანჯგალაძე - აშშ არ არის კრემლი, ჩაიტანო „პოლიტრა“, ჩახვიდე მანდარინებით და მოაგვარო - „ქართული ოცნება“ დემოკრატიისთვის დამპალი ვაშლია, ამას ვერც შესთავაზებ კონგრესს და სენატს, ვერ „მოიტან მაგიდაზე“

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დემოკრატიისა და თავისუფლებს მტერია, ცივილიზებული მსოფლიოსთვის არის დამპალი ვაშლი. ამას ვერავინ გაყიდის, ვერანაირი პიარტექნოლოგი ამას ვერ შეფუთავს - ვერ იტყვი თეთრ სახლში, კონგრესსა და სენატში, რომ ეს დამპალი ვაშლი უნდა გავყიდოო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას მთავარ დარბაზში ესწრებოდა, ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც კი ლეგიტიმაცია აქვს სალომე ზურაბიშვილს და არა ხელისუფლებას.

„ძალიან ცუდი დღე გაუთენდათ დემოკრატიისა და თავისუფლების მტრებს. დონალდ ტრამპი სამ ფუნდამენტურ საკითხს შეეხო: 1. ბოროტების ღერძი სახელმწიფოები გამოიკვეთა. ესაა: რუსეთი, ჩინეთი, ირანი. 2. თქვა, რომ იწყებს დარეზერვებული ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდას. ტრამპი აპირებს, რომ დაწიოს საწვავზე ფასები, რათა საკვები არ ჰქონდეს რუსულ სიკვდილის მანქანასა და ბოროტების ღერძს და მესამე - ქალი ქალია და კაცი კაცია - რასაც რუსული პროპაგანდა ებღაუჭებოდა, ესეც მოუსპო. იდეოლოგიური საფუძველიც გამოაცალა ცივილიზაციის მტრებს. რაც შეეხება დასწრებას, როგორც გიორგი ვაშაძემ მითხრა, კაპიტოლიუმში 3 სხვადასხვა სივრცე იყო: ერთი, სადაც ინაუგურაცია გაიმართა, სადაც პრეზიდენტები, კონგრესმენები და სენატორები იყვნენ. 4 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც იქ იყო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ანუ ლეგიტიმაცია ამერიკისთვის, ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც კი აქვს სალომე ზურაბიშვილს და ხელისუფლება შესაბამისად, არ არის ლეგიტიმური. 2. ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ათასამდე ასევე ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი სტუმარი იყო. აქ იყო გიორგი ვაშაძე. აქაც მოვიდა ტრამპი. ჩვენ „რესპუბლიკური პარტიის“ მოსაწვევი გვაქვს.

ეს გადაწყვეტილებები, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, ეს არის ტრამპის არჩევის შემდეგ მიღებული მძიმე გადაწყვეტილებები „ქართული ოცნებისთვის“. ეს ვერ მოხდებოდა ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მას შეხვდნენ ადამიანები, რომლებმაც უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი ლობისტი ჰყავს დაქირავებული. ეს ხომ არ არის კრემლი, ჩაიტანო „პოლიტრა“, მანდარინებით ჩახვიდე, ფული ჩაიტანო და მოაგვარო. აქ ასეთი რამ არ ხდება. ლობიზმი არის ის, რომ რაღაცას აკეთებ კარგს და ამის გაცნობა გინდა მსოფლიოსთვის, მაგრამ შენ რომ დამპალი ვაშლი გიჭირავს ხელში და ხარ კონსულტანტი... დამპალი ვაშლია ახლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის „ქართული ოცნება“. ამას ვერც შესთავაზებ, ვერც მოიტან მაგიდაზე, ვერ იტყვი თეთრ სახლსა და კონგრესში, სენატში, რომ ეს დამპალი ვაშლი უნდა გავყიდოო. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დემოკრატიისა და თავისუფლებს მტერია, ცივილიზებული მსოფლიოსთვის არის დამპალი ვაშლი. ამას ვერავინ გაყიდის, ვერანაირი პიარტექნოლოგი ამას ვერ შეფუთავს.

რაც შეეხება ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკებთან მთავარი საკითხი, ღერძი ამ პროპაგანდაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პრობლემები დაიწყო არა 2021 წლიდან, არამედ ივანიშვილს ეს პრობლემები შეექმნა 2008 წლიდან, როცა პოლიტიკაში განაცხადიც არ ჰქონდა გაკეთებული,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში