დონალდ ტრამპი აშშ-ის საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა და შეფასება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

„შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს. ისინი ემსახურებიან მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების გავრცელებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. შეერთებული შტატების არავითარი შემდგომი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას. დაპაუზდეს შეერთებული შტატების საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით პროგრამული ეფექტურობისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის შესაფასებლად“, - აღნიშნულია აღმასრულებელ ბრძანებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა