ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს, სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს, სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, დღეს უნივერსიტეტში პარტიული დიქტატურა დამყარდება.

მათი თქმით, დღეს აკადემიური საბჭო ირჩევს „ქართული ოცნების“ თვითაღიარებულ დეპუტატს, რომლის მთავარი მიზანია უნივერსიტეტში კრიტიკული აზრის ჩახშობა.

„ქართული ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი და რუსეთის პროპაგანდისტი, რომელიც აქციის მონაწილე სტუდენტებს მკვლელებს გვეძახოდა - ეს ადამიანი იყრის კენჭს ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. სუს-ი აღარ ერიდება ღიად პარტიული ადამიანის დანიშვნას (და არა არჩევას).

ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ჩააგდოს არჩევნები, სხვა შემთხვევაში, ბსუ-ში დაიწყება რეპრესიები ლექტორებისა და სტუდენტების წინააღმდეგ“, - აცხადებს აქციის მონაწილე არჩილ ბერიძე.

ამასთან, უნივერსიტეტის ეზოში „ქართული ოცნების“ წევრის და რექტორობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის მხარდამჭერი სტუდენტებიც იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტიტე აროშიძე ღირსეული კანდიდატია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს