დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი - ძალიან სასიამოვნოა, რომ დონალდ ტრამპი ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ესოდენ მაღალ დონეზეა აყვანილი

ძალიან სასიამოვნოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ესოდენ მაღალ დონეზეა აყვანილი - ეს ღირებულებათა ერთიანობა საწინდარია იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჯანსაღ ფორმატში გადავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განუცხადა.

ჭეიშვილის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზებას გონივრული დრო სჭირდება. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, „წინა პერიოდში ძალიან ბევრ რამ გაფუჭდა იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანა ერთ დღეში მოხერხდეს“.

ჭეიშვილი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ყველანაირი მზაობა იმისთვის, რომ დიალოგი ჯანსაღ საწყისებზე შედგეს.

„დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უდიდესი მოვლენა და ერთგვარი წყალგამყოფია მსოფლიო პოლიტიკაში.

ტრამპის ინაუგურაციის დროს საზოგადოებამ მის მიერვე გაკეთებული განცხადება ნახა, რომ მართლაც ორი სქესი არსებობს და რომ მართლაც თანამედროვეობაში ოჯახური ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

აშშ-ს პრეზიდენტმა 42 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და თუ თვალს ამ ბრძანებათა ნუსხას გადავავლებთ, ძალიან მკაფიოდ დავინახავთ, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირებების მთელი ჩამონათვალის აღსრულება ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი პუნქტი Deep State-ის წმენდას ეხება. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადასტურებს, რომ მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების საპასუხო განცხადებები და ის უნისონი, რაც არსებობდა, საქმით დასტურდება. ამ მხრივ კეთილ-საიმედო პროგნოზი არსებობს. რა საკვირველია, ერთ დღეში სტატუს კვო ვერ აღდგება, ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლოა ხვალვე არ მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად დაიწყო, გადატვირთვის პოლიტიკა განხორციელდება და ურთიერთობები აშშ-ს და საქართველოს შორის ჯანსაღ ყალიბში ჩადგება“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მან დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ყოფნაც შეაფასა და როგორც განაცხადა, ოპოზიციის დასწრება იმიტაცია იყო, რადგან „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა იქ ყოფნას არავითარი ოფიციალური ფორმა და ხასიათი არ ჰქონდა“.

„ამას თავად ის კადრები ცხადყოფდა, რაც ვაშინგტონიდან გავრცელდა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მარტივი საქმე არ არის და არ გამოუვათ. ოპოზიციას გარკვეული ტონუსის შესანარჩუნებლად თვითგამხნევება სჭირდება. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ შეეცადნენ შეექმნათ ილუზია, რომ თითქოს ინაუგურაციაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ. ეს იყო იმიტირებული ვიზიტი და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმიტირებული დასწრება", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით