ანა ტყებუჩავა - შეიძლება სწორი არ არის, რომ იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ლოგიკიდან და იქიდან გამომდინარე, როგორც ბაჩო ქაჯაიას ვიცნობ, ჩემი აზრით, ბაჩო არაფერშია დამნაშავე

შეიძლება სწორი არ არის, რომ იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ლოგიკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, როგორც ბაჩოს [ქაჯაიას] ვიცნობ, ჩემი აზრით, ბაჩო არაფერშია დამნაშავე,- ამის შესახებ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ განაცხადა, რომელიც მისი კოლეგის, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სასამართლო პროცესს დაესწრება.

ხვალ გაიმართება თავად ანა ტყებუჩავას პროცესიც. მასაც და ქაჯაიასაც 9 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.

„იმედი მაქვს მის უდანაშაულობას მოსამართლეც დაინახავს და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. მე ხვალ ვარ დაბარებული და ჩემზეც იგივე მოლოდინი მაქვს. მშვიდად ვარ და მეღიმება, დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია, ზუსტად მახსოვს რა და როგორ იყო, ამ მხრივ კარგი მახსოვრობა მაქვს. გზის გადაკეტვას გვედავებიან არასაკმარისი ხალხის დროს, რაშიც ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე“,- განაცხადა ტყებუჩავამ.

მისივე თქმით, მას სამართალდამცავებს არ მოუწოდებიათ არაფრისკენ.

„რას ლაპარაკობთ, სადმე შავდება და მე [დავაშავებ?]სამწუხაროდ, ამხელა გამბედაობაც არ მაქვს. ზოგადად არ მომწონს, როცა კანონს ვარღვევ, რომ ვიღაცას საბაბი არ მივცე, ან მე ან თუნდაც, ჩემს გვერდით მყოფები რომ არ დააჯარიმონ, ამიტომ ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე“, - განაცხადა ტყებუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე