ბაჩო ქაჯაია - მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს

მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს,- ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის საქმეს განიხილავენ.

როგორც ბაჩო ქაჯაიამ განმარტა, 9 იანვარს ის და მისი მეგობარი, მსახიობი ანა ტყებუჩავა კაფედან აქციაზე იმ დროს მივიდნენ, როცა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.

„60 დღე გახდება მალე, აქედან, ალბათ, ჯამში 12-15 დღე არ ვყოფილვარ იქ. ძირითადად, იქ გვიან მივდივარ ხოლმე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ვსარგებლობ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ისინი მალე ტოვებენ იქაურობას და ჩანაცვლების ინსტინქტი გამომიმუშავდა. იმ დღეს, მე და ანა [ტყებუჩავა] მანამდე კაფეში შევხვდით ერთმანეთს, ყავა დავლიეთ სხვა მეგობრებთან ერთად, ვისაუბრეთ და იქიდან გამოსულები უკვე გადაკეტილ რუსთაველს შევუერთდით.

ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში - ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“,- განაცხადა ქაჯაიამ.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე