შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარი - საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა ძალიან საგანგაშოა - მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განიმუხტოს

უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებითა და დაკავებებით დახვდნენ.

საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები სრულიად მიუღებელია.

ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არცერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.

მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში“, - განაცხადა ბრუნერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა