რაინიე ვან ლანშოტი - ევროკომისია, რას ელოდებით? - საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

„დღეს გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა, ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები, ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს, შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს, შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს, შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობთ, თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა