ტომაშ ფროელიხი - ევროკავშირი უცხოური ჩარევის შესახებ მუდმივად ჩივის, მაგრამ ამას საქართველოში აკეთებს -  ის მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას

ქართველებს „ვოუქ“ იდეოლოგიის ნაცვლად ქრისტიანული ღირებულებები სურთ, დასავლეთთან კავშირის ნაცვლად სუვერენიტეტი, ომის ნაცვლად მშვიდობა და არ სურთ უცხოური ჩარევა, არც მოსკოვის, არც ბრიუსელის და არც ვაშინგტონის მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირი უცხოური ჩარევის შესახებ მუდმივად ჩივის, მაგრამ ამას საქართველოში აკეთებს. ის მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას თბილისში, რომელიც უკრაინის სისხლიან ევრომაიდანს მოგვაგონებს, აწყობს დემონსტრაციებს, მასობრივ საპროტესტო აქციებს ქუჩებში. შედეგი ნათელია, მაგრამ ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას იმიტომ აკეთებს, რომ საქართველოში გაიმარჯვეს პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც არ იზიარებენ ბრიუსელის დღის წესრიგს“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების პატივისცემა ევროკავშირის ინტერესებშია.

„ქართველებს „ვოუქ“ იდეოლოგიის ნაცვლად ქრისტიანული ღირებულებები სურთ, დასავლეთთან კავშირის ნაცვლად სუვერენიტეტი, ომის ნაცვლად მშვიდობა და არ სურთ უცხოური ჩარევა, არც მოსკოვის, არც ბრიუსელის და არც ვაშინგტონის მხრიდან. ეს გასაგებია. არ გვჭირდება მიხაილ როთი თბილისის ქუჩებში. ამიტომ, ქართველი ხალხის ნების პატივისცემა ჩვენს ინტერესებშია. არა ქედმაღლური ლექციები, ესკალაციის გამომწვევი ჩარევა, არამედ თბილისთან კარგი დიპლომატიური ურთიერთობა გვჭირდება, რათა საქართველო მეორე უკრაინა არ გახდეს“, - აღნიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს