კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირება გაუჭირდება

„ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორისა და „რონდელის ცენტრის“ მკვლევარის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირება გაუჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ხნის განმავლობაში დასავლურ, ევროატლანტიკურ ღირებულებებს აბუჩად იგდებდა.

„ყველას კარგად ესმის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა არის პირველ რიგში, ღირებულებების აღიარების საკითხი. „ქართული ოცნება" ამ ხნის განმავლობაში დასავლურ, ევროატლანტიკურ ღირებულებებს აბუჩად იგდებდა, სხვადასხვა კნინობითი ტერმინით მოიხსენიებდა, მგონია, რომ ხელისუფლებას ამის გამოსწორება ძალიან გაუჭირდება მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი განსხვავებულია. აშშ არის საერთაშორისო არენაზე ევროატლანტიკური ღირებულებების დამცველი და მისი ხელშემწყობი", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და კრიზისიდან გამოსვლის გზას, კახა გოგოლაშვილის განმარტებით, გამოსავალი ახალ არჩევნებშია.

„ყველამ იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და რეალურად, ხელისუფლების ცვლილება, ახალი ნდობის გაჩენა ქვეყნის მიმართ, როგორც ინვესტირების, ისე მოსახლეობის მხრიდან, შესაბამისად, ამ გზით ქვეყნის კონსოლიდაცია. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ჩვენ სავალალო სიტუაცია გვაქვს. შეუძლებელია, ბიზნესს რეალისტური, დადებითი მოლოდინები ჰქონდეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად, კანონი აღარ კანონობს და ინსტიტუტები არის მოშლილი",-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი