ნინო დოლიძე - ცესკო-ში რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა - არ გამოკვლეულა სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები და რეალურად უცნობია რეალური მიზეზები რეორგანიზაციის

რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. არ გამოკვლეულა სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები და რეალურად უცნობია რეალური მიზეზები რეორგანიზაციის. ცვლილებები არ ემსახურებოდა ცესკოს რეალურ ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტული პირების სამსახურიდან გათავისუფლებისკენ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოდან თანამშრომლები პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს.

„2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, საჯარო მოხელეების დიდმა ნაწილმა ეს განცხადება დაგმო და ევროინტეგრაციის მიმართულებით თავიანთ ერთგულებაზე საჯარო ისაუბრეს. ამ ნაბიჯით საჯარო მოხელეებმა დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით წინსვლა გააგრძელოს. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული ადამიანები გათავისუფლდნენ - ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. გვახსოვს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებაც, სადაც ისინი რეორგანიზაციის დაწყებას აპირებდნენ და დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონმდებლობაშიც - რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

16 დეკემბერს, ცესკოს თავმჯდომარის [გიორგი კალანდარიშვილის] ბრძანების საფუძველზე ცესკოში რეორგანიზაცია დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზად სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა დასახელდა, გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. გათავისუფლებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ სამსახურიდან მათი გაშვება ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ნაწილისთვის კი დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზები. ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან ის პიროვნებები, რომლებმაც ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელებას საჯაროდ დაუჭირეს მხარი. ზოგიერთი კი მათ გათავისუფლებას, 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარ ფაქტს უკავშირებს, როდესაც გიორგი კალანდარიშვილს ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა. დავით კირთაძის მეუღლემ, რომელიც იყო ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თავისი ნებით დატოვა სამსახური, თუმცა რეორგანიზაციის შედეგად მისი დეპარტამენტი გაუქმდა და აქ დასაქმებული ყველა ადამიანი გაათავისუფლეს.

ამ ეტაპისთვის ცესკოში საშტატო ნუსხა 118-დან 103-მდე შემცირდა, თუმცა ჩვენ, გათავისუფლებული 12 ადამიანის შესახებ გვაქვს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ 18 დეკემბერს განცხადებით უპასუხა საზოგადოებას და ამ ნაბიჯის მიზეზად ინსტიტუციური განვითარება და მიზნად ეფექტური მმართველობა დაასახელა.

ამ ეტაპზე ჩვენ 6 პირის უფლებებს ვიცავთ და და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დაცული იყოს“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე