შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე - ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე - საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო იყოს

„უსამშობლო“ - ასე აღწერს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფული „ღირებულებებისთვის“ სწირავს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს.

„ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე. საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო იყოს უცხო სახელმწიფო, პაიკი შორეულ თამაშში: „თუ ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, არ შეიძლება 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანამ დაამციროს“ - დამამცირებლად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს“, - წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ის, რასაც ოპოზიცია ვერ აფასებს არის ის, რომ ჭეშმარიტი პარტნიორობა წარმოიშობა ურთიერთპატივისცემიდან და არა დამორჩილებიდან.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა, რომ „თუ ამერიკას სურს, იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ არ შეიძლება კავკასიაში 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ დამცირდეს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი